შორაპანი

Georgia / Imereti / Shorapani /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

შორაპანი - დაბა ზესტაფონის რაიონში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან 170 მ, ზესტაფონიდან 5 კმ), თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1938 წელს. მოსახლეობა 1.6 ათასი (2002). შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს). ციხე-ქალაქი შორაპანი - სარაპანი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდ. ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის მოწმობით, ფაზის მდინარეში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შორაპნის ციხე. შორაპნის ციხესიმაგრე ლეონტი მროველის (XIს) ცნობით აგებულია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ. დაბაში ფუნქციონირებდა ქარხანა “ელექტროელემენტი”, სხვა საწარმოები.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'39"N   43°5'6"E
This article was last modified 13 წლის წინ