ბეთანიის მონასტერი (თბილისი)
Georgia /
Kvemo Kartli /
Kojori /
თბილისი
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Kojori
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
ეკლესია (43)
Add category
ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (16 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავი ნიმუში. გამოირჩევა შესწულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა "მაცხოვრის" ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღქმია სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196).
სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ბეთანიის_მონასტერი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°41'24"N 44°36'41"E
- ბეთანიის მონასტერი 0.1 კმ
- ბევრეთის წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერი -სავანე ("კალამონი") 6.7 კმ
- "ზიმოვნიკის" ( 'ზიმონიკის") ეკლესიიის ნანგრევები (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 7.7 კმ
- ნაეკლესიარი (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია ) 8.8 კმ
- საღარაშენი 12 კმ
- ნასოფლარი საკურთხისი 15 კმ
- გუდარეხის მონასტერი 19 კმ
- მანგლისის ღვთიშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (მანგლისის სიონი) 21 კმ
- "უხმაროს ეკლესია" ( ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 24 კმ
- ნასახლარის კომპლექსი ( 2 ეკლესია,სასახლე,საცხოვრებელი ნაგებობანი ) (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 25 კმ
- მდ.დიღმისწყალი 10 კმ
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 11 კმ
- საწკეპელას ქედი 11 კმ
- თონეთის თემი 14 კმ
- ძეგვის თემი 14 კმ
- ნიჩბისის თემი 16 კმ
- წინარეხის თემი 19 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 22 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 31 კმ
- თრიალეთის ქედი 51 კმ