World / Russia / Alanija / Buron, 22 km from center (Бурон) Coordinates: 42°36'50"N   44°6'6"E

როკის გვირაბიროკის გვირაბიროკის გვირაბიროკის გვირაბი

როკის გვირაბი


როკის გვირაბი — სატრანსპორტო გვირაბი დიდი კავკასიონის მთებში, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთ- ალანიას რუსეთის ფედერაციაში, ცხინვალის რეგიონთან.

გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო (მშენებლობა დასრულდა 1985 წელს). მისი სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან დაახ. 3000 მეტრზე მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სხვა გზებს შორისაა ყაზბეგი-ზემო ალრსის საბაჟოსთან, რომელიც 2006 წლის ივნისში დაიხურა, და განთიადი-ადლერის მონაკვეთი აფხაზეთის საზღვართან, რომელიც არალეგალურად ფუნქციონირებს.

გვირაბს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ-ოსურ კონფლიქტში. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა გვირაბს აკონტროლებს და მასზე საკუთარ ბაჟს აწესებს, რაც რეგიონის ძირითადი შემოსავალია. საქართველოს მთავრობა კონფლიქტის პერიოდში მოუწოდებდა გვირაბზე საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესებას. რუსების მიერ ყაზბეგი-ზემო-ლარსის საბაჟოს ჩაკეტვის შემდეგ, ეს გვირაბი ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა რუსეთსა და საქართველოს შორის (განთიადის გარდა).

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის პერიოდში რუსეთი ამ გვირაბს იყენებს სამხედრო ამუნიციის შემოსაზიდად. 9 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ცნობით გვირაბი დანგრეული იყო, თუმცა ამ ცნობას უარყოფს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
Wikipedia article: http://ka.wikipedia.org/wiki/როკის_გვირაბი
This article is protected.
Category:



place comments:
add your comment in Georgian


Edited: 14 months ago Languages: ka