სასტუმრო "Radisson" (ივერია) (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / пл. Революции роз
 Radisson hotels (en), 1967_construction (en)

ივერია — ყოფილი "ინტურისტის" სასტუმრო თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე.

თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ, ი. ცხომელიძის მონაწილეობით აიგო და მე-20 საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო ქალაქში.

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის ტრაგიკული მოვლენების შედეგად შენობა საგრძნობლად დაზიანდა და გაპარტახდა. მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული.

21-ე საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია სილკ როუდ ჯგუფს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თანამოწილესთან ერთად სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია რადისონს მიჰყიდა. განახლებული პროექტი 2005 წელს დამტკიცდა და სამშენებლო სამუშაოები 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. 18 სართულიან შენობაში 248 ოთახი იქნება, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტები.

სასტუმროს რეკონსტრუქციის ბიუჯეტი $65 მილიონი დოლარია.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'14"N   44°47'37"E
This article was last modified 21დღის წინ