დედა ენის ბაღი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 პარკი, საინტერესო ადგილები, სკვერი/ხეივანი/ბულვარი

დემონსტრაციები თბილისში 1978 წლის 14 აპრილს ჩატარდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ნებართვა შეენარჩუნებინათ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუტი.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინც გაკეთდა.

ამ მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'1"N   44°48'16"E
This article was last modified 6 წლის წინ