წმინდა ბარბარეს ეკლესია (ბათუმი)

Georgia / Ajaria / Batumi / ბათუმი / შ. რუსთაველის გამზირი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1888 წელს სამხედრო ჰოსპიტალის გვერდით. ეკლესიისთვის დანაზოგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III გაუღია.

1905 წელს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გადაეცა ეპარქიას. 1906 წელს ეკლესია საზეიმოდ აკურთხეს, მაგრამ მას დიდხანს არ ეწერა ქართველებისათვის სამსახური. მალე ბათუმის გუბერნატორ დრიაგინის, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისა და სამთავრობო წრეში ცნობილი დეკანოზის ვოსტორგოვის შეთანხმებით შენობა სამხედრო უწყებას გადასცეს.

1996 წელს ჰოსპიტალის გადატანის გამო გამოთავისუფლებულ ადგილზე აშენებულ იქნა ახალი ეკლესია.

1997 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსმა) დიმიტრიმ.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°39'3"N   41°37'53"E
  •  247 კმ
  •  333 კმ
  •  464 კმ
  •  473 კმ
  •  660 კმ
  •  786 კმ
  •  814 კმ
  •  829 კმ
  •  875 კმ
  •  940 კმ
This article was last modified 3 წლის წინ