გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Sioni /
 სოფელი, ski resort / area (en), დაფარული (უკონტურო) ობიექტი

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის 'ლებიოდკის' მეშვეობით ადიოდნენ. პირველი ევროპული სტანდარტის სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო "მარკო პოლო", ამჟამად "გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°29'36"N   44°29'38"E
This article was last modified 12 წლის წინ