ქობულეთი

Georgia / Ajaria / Kobuleti /
 ქალაქი, კურორტი

ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. აქალაქო დასახლებად გარდაიქმნა 1944 წელს. მოსახლეობა 18,6 ათასი (2002 წ.). ქობულეთში არის რკინიგზის სადგური, ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები. ქობულეთი კლიმატური კურორტია, მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ ათწლეულში, როგორც აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ქობულეთში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის რეზიდენცია
Nearby cities:
კოორდინატები:   41°50'24"N   41°47'21"E