World / Georgia / Mtskheta-Mtianeti / Kazbegi Coordinates: 42°39'27"N   44°38'42"E

სტეფანწმინდასტეფანწმინდასტეფანწმინდასტეფანწმინდა

სტეფანწმინდა


სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) - დაბა, ყაზბეგის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1,82 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ყაზბეგში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. ყაზბეგს თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.

2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.



place comments:
add your comment in Georgian


Edited: 4 months ago Languages: ka