ბიჭვინთა

Georgia / Abkhasia / Pitsunda /
 ქალაქი, კურორტი

ბიჭვინთა (ძვ. ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის რაიონის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).
ჰავა - ზღვის, ნოტიო, რბილი. იცის თბილი ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,6°C, იანვარი 6,2°C, აგვისტო 24°C. ნალექები 1501 88 წელიწადში, მაქსიმუმი - იანვარში (160 მმ). ზღვის წყლის ტემპერატურა ზედაპირზე მაისიდან ნოემბრამდე 20°C-ზე მაღალია. შეფარდებითი სინოტივე ივლის-აგვისტო 80%, მზის ნათების ხანგრძლივობა 1800სთ წელიწადში. ყველაზე მშრალი პერიოდია გაზაფხული. იშვიათია ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა. სანაპიროს 7 კმ-ზე გასდევს რელიქტური ფიჭვის ტყის მასივი.
ბიჭვინთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქვს საუკეთესო ქვიშიანი პლაჟი, სამედიცინო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დავადებები. მსხვილი საკურორტო კომპლექსი აქ შეიქმნა 1959-67 წლებში (არქიტექტორი მ. პოსოხინი და სხვები). სეზონი - მთელი წელი.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°10'20"N   40°19'28"E
This article was last modified 4 წლის წინ