წმ.ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / სიმონ ჩიქოვანის ქუჩა
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category
 Upload a photo

სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აშენების იდეა 1998 წელს საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმებს: მერაბ ჯოხარიძეს, კახა ბუბაშვილს, მარინე ინწკირველსა და თინათინ ქორიძეს დაებადათ. ექიმები თვლიდნენ, რომ ტაძრის სიახლოვე გააიოლებდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პატარა პაციენტთა მონათვლასა და ზიარებას. გარდა ამისა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტაძრის აშენება საბოლოოდ აღკვეთდა დაინტერესებულ პირთაგან ტერიტორიის მითვისებისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას. ექიმები დაუკავშირდნენ მამა ბესარიონ მენაბდეს, რომელმაც ისინი პატრიარქს წარუდგინა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით საავადმყოფოში შეიქმნა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი მერაბ ჯოხარიძის ხელმძღვანელობით, მაგრამ ფონდმა ვერ შეძლო სამშენებლო თანხის შეგროვება.

ტაძრის აშენება გადაწყვიტა ბატონმა დევი ქუთათელაძემ. სამოქალაქო ომის პერიოდში მას დაეღუპა მეუღლე (ქალბატონი ირმა დუნდუა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა). მერე ვაჟიც გარდაეცვალა. ამ უბედურებით სასოწარკვეთილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად ეკლესიის მშენებლობის დაწყება ურჩია.

ეკლესიას 1999 წლის 12 აგვისტოს - ბატონი დევის ვაჟის - ვიტალის დაბადებისა და გარდაცვალების მეორმოცე დღეს ჩაეყარა საფუძველი.

მშენებლობის პროცესში ბატონ დევის მხარში ედგა სულიერი მოძღვარი, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო მატერიალურად დაეხმარნენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე ბატონი გია ჭანტურია და ბატონი ვლადიმერ გურგენიძე.

დარბაზული ტაძრის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა ლერი კუპრაშვილმა. 2002 წლის 17 დეკემბერს მეუფე დანიელმა ტაძარი აკურთხა.

ტაძარი აიგო ანანურის, ნიჩბისის, ზაჰესის კლდის ქვებითა და ძველი ქართული წითელი აგურით. იატაკი დაგებულია ხარაგაულის კირქვით. ტაძრის კანკელი, კარები და ხის სამუშაოები შეასრულა გია მუზაშვილმა. ტაძარს წმინდა ბარბარეს დიდი ხატი შესწირა ტარიელ მენაბდემ.

ტაძარს აქვს დასავლეთის და სამხრეთის შესასვლელები. ეკლესიაში მოწყობილია ქორედი მგალობელთათვის. დასავლეთის შესასვლელის ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე გამოყვანილია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: "შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა", "შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი". ტაძარი გადახურულია წითელი კრამიტით და აგვირგვინებს ლამაზი ჯვარი. ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ილია წერეთელი.
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1571-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'49"N   44°46'32"E
  •  20 კმ
  •  526 კმ
  •  629 კმ
  •  734 კმ
  •  760 კმ
  •  800 კმ
  •  899 კმ
  •  910 კმ
  •  1038 კმ
  •  1094 კმ
This article was last modified 3 წლის წინ