მწვანეყვავილას მთავარანგელოზების სახ.გუმბათიანი ეკლესია (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / ქუთაისი,მწვანეყვავილა
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე ამოზიდულ მწვანეყვავილას კონცხის წვერზე, ნაგებობათა ჯგუფია თავმოყრილი. კომპლექსის ყველაზე დიდ ნაგებობას, ძველი ეკლესიის სიახლოვეს, 1909-1913 წწ. აგებული, მთავარანგელოზის სახელობის ნახევრად თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათინი, საკმაოდ მოზრდილი ეკლესია წარმოადგენს.
აგებულია 1889 წელს ინჟინერ ტარასევიჩის მიერ შედგენილი ტაძრის ახალი პროექტის მიხედვით. ეკლესიის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა 1909-1913 წწ. მისი კურთხევა მოხდა 1914 წელს. იგი 1941 წლის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე დაკეტილი იყო. 1944-1946 წლებში მწვანეყვავილას ეკლესია ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო.
ეკლესია აშენებულია თლილი ქვის რეგულარული წყობით. ეკლესიას, აღმოსავლეთის მხარეს, მკვეთრად შვერილი, ნახევარწრიული აფსიდი ასრულებს, რომელიც გვერდითა ფასადების ერთიანობაშიც კი აღიქმება. აღმოსავლეთის მხარე ასიმეტრიულია, რასაც, საკურთხევლის ორსავ მხარეს განაწილებული სხვადასხვა დეტალები ქმნის. მარჯვნივ დიდი ზომის ცრუ-სარკმელია დატანილი, რომელიც მოჩაროებულია, მარცხენა ნაწილში კი ეკლესიაში შესასვლელი, ეზოსთან რამდენიმე საფეხურით დაკავშირებული მცირე კარია გაჭრილი. აფსიდის კორპუსზე, აქეთ-იქით, დიდი ზომის ფანჯრებია მოქცეული, ცენტრში კი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. სარკმლებქვეშ, როგორც აფსიდზე, ისე, განაპირა კედლებზე, ერთიანი თარო-სარტყელია გავლებული, რაც კომპოზიციას მთლიანობას სძენს. აღმოსავლეთის მკლავს, სამკუთხა ფრონტონი ასრულებს, რომელიც ნაგებობის ერთიანი სეგმენტისგან ფუძეზე გავლებული კბილანისებური სალტეთი გამოიყოფა და კარნიზით შემოიზღუდება. დასავლეთის ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში ეკლესიის კორპუსზე მიდგმული კოშკურა-სამრეკლოა მიდგმული, რომელიც პორტალის ფუნქციასაც ითავსებს.ცენტრში გაჭრილია შესასვლელი. სამრეკლოს მცირე სარკმლით, სამკუთხა ფრონტონით შემკული თაღოვანი ღიობებით დანაწევრებული და მარალი სახურავით დაბოლოებული კოშკი აგვირგვინებს. მის ორსავ მხარეს, დასავლეთის მკლავის კედლები დაუნაწევრებელია, თუმცა ამავე მხრიდან აღიქმება სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების დასავლეთ კედლები, რომლებიც ღია სივრცეში იშლება. სწორედ მათზე მოქცეული თაღოვანი ფანჯრები, დაუნაწევრებელ ფასადს ამსუბუქებს. გვერდითი ფასადები ერთმანეთის ანალოგიურია. სამკუთხა ფრონტონებიტ დასრულებულ მკლავებზე კარის მართკუთხა ღიობებია გაჭრილი. მათ სადა საპირე შემოწერს, რომელზეც მაღალი თაღია გადაყვანილი. აღნიშნული გადაწყვეტა, კედელზე, ტიმპანის იმიტაციას ქმნის. შესასვლელის ორსავ მხარეს, ვიწრო და მაღალი სარკმლებია მოქცეული, მათ სადა მოჩარჩოება აქვს და საფუძველზე გავლებული ერთიან სარტყელს ეყრდნობა. გვერდითი და აღმოსავლეთ მკლავებს შორის მოქცეულ კედლის სეგმენტზე თითო ფანჯარაა დატანილი. დასავლეთის მკლავზე კი ორი და ერთი ცრუ-სარკმელია განლაგებული. ფასადებს კბილანისებური და სადა კარნიზები ასრულებს. ეკლესიას წახნაგოვანი დაბალი, მუზარადისებური გადახურვით დაფარული გუმგათი აგვირგვინებს. წახნაგები მსუბუქი პილასტრებით არის მონიშნული, ცენტრში კი სარკმლებია მოქცეული, რომლებსაც თავსართის იმიტაციის ერთიანი სალტე გასდევს. ინტერიერში გუმბათი, კედლის მასიურ შვერილებს ეყრდნობა. საკურთხეველს ბემა აქვს. შენობის ფასადების გაფორმებაში კლასიცისტური ელემენტებია გამოყენებული. მისი საფასადე კომპოზიცია სისადავიტა და გაწონასწორებულებით ხასიათდება, რასაც გააზრებულად გამოყენებული ხუროთმოძღვრული ელემენტები განსაზღვრავს.
იხ.სურათებით " მთავარანგელოზის გუმბათიანი ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'33"N   42°42'55"E
  •  163 კმ
  •  349 კმ
  •  462 კმ
  •  566 კმ
  •  624 კმ
  •  745 კმ
  •  764 კმ
  •  773 კმ
  •  876 კმ
  •  936 კმ
This article was last modified 3 წლის წინ