ბიისის ჩანჩქერი (ტაფა ყანდის ჩანჩქერი)

Georgia / Shida Kartli / Gori /
 ჩანჩქერი  Add category

გორიდან 24 კმ, ბიისსა და ბოშურს შორის. გზიდან 4.2 კმ. რამოდენიმეჯერ მოგიწევთ მდინარის გადავლა, შესაძლებელია ველოტურით მგზავრობაც. მანქანით შესაძლებელია პირველი 500 მეტრის გავლა,რომელიც მდინარეზე გადადის.შემდეგ უკეთესია მანქანა გააჩეროთ და ტაფა ყანდის ხეობა გაიაროთ ფეხით.
ბილიკი მიდის მდინარის გვერდით, რაც ხეობის სიღრმისეული დათვალიერების საშუალებას იძლევა, გზად გვხვდება მდინარის ულამაზესი კასკადები, რასაც გარშემო აკრავს მაღალი კლდეები და უნიკალური ენდემური ტყე . სანამ ჩანჩქერთან მივალთ ხშირად მოგვიწევს მდინარის გადაკვეთა ფეხით ულამაზეს ვიწრო ხეობაში,ამიტომ ჯობია ჩავიცვათ "სატოპაო" ფეხსაცმელი.
გზად ხელმარჯვნივ შეგვხვდება ცნობილი ბიისის "ყინულის ჩანჩქერი",რომელიც ზაფხულში სველი კლდეა ერთი შეხედვით, ხოლო ზამთარში ის შესანიშნავ ყინულის ჩანჩქერად გადაიქცევა, რომელიც გამოიყენება ყოველწლიურ ყინულზე ცოცვის შეჯიბრებისათვის.აქედან ისევ ბილიკით ჩანჩქერამდე 820 მეტრია სასიარულო.
თვითონ ჩანჩქერია სიმაღლე 15 მ-დეა ,ძირში წყალი დაგუბებულია და შეიძლება გაგრილება,მაგრამ გაითვალისწინეთ უმჯობესია შეხვიდეთ მარცხენა მხრიდან (პირდაპირი ხედვით), მარჯვენა მხარეს წყალქვეშ მოზრდილი ქვებია (სეზონი III-X თვეები).
Nearby cities:
კოორდინატები:   41°51'4"N   43°59'6"E
  •  51 კმ
  •  463 კმ
  •  570 კმ
  •  668 კმ
  •  713 კმ
  •  784 კმ
  •  856 კმ
  •  860 კმ
  •  981 კმ
  •  1039 კმ
This article was last modified 2 წლის წინ