შოთა ყავლაშვილის ძეგლი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 ძეგლი (46), ქანდაკება (100)

ყავლაშვილი შოთა დიმიტრის ძე-არქიტექტორი დაიბადა 1926 წლის 28 იანვარს თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1943 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სააღმშენებლო ფაკულტეტზე არქიტექტურის სპეციალობით. რომელიც 1948 წელს დაამთავრა. 1950 წლიდან მუშაობას იწყებს “თბილაქალქპროექტის” არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად. 1960 წელს უკვე თბილისის არქიტექტორად. 1960 წელს უკვე თბილისის მთავარიდან მე-4 არქიტექტურულ სახელოსნოს ხელმძღვანელობს. 1967 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრია, 1968-1970 წლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორია, 1970 წელს თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-საგეგმო სამმართველოს უფროსად ინიშნება, 1972-1974 წლებში საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრად ირჩევენ და პალატის მხატვრად ნიშნავენ, 1972-1983 წლებში საერთაშორისო გამოფენების საქართველოს დამოუკიდებელი გამოფენების მთვარი მხატვარია და მისი ხელმძღვანელობით მომზადებული გამოფენები წარმატებით იმართება პარიზში, დასავლეთ ბერლინსა და ტოკიოში. 1980 წელს ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1982 წელს ინიშნება საქართველოს სსრ “სახმშენის” თავმჯდომარის მოადგილედ.
შოთა ყავლაშვილი ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. იგი არის ასზე მეტი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1950), ყოფილ კარლ მარქსის ხიდის რეკონსტრუქცია (1950),საბავშვო ბაგა-ბაღი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1953, მელქაძესთან ერთად), ქორწინების სახლი (1965), ავტოსადგური ორთაჭალაში (1964), ადმინისტრაციული სახლი მეტრო “ისანთან” (1972), თბილიის სპორტული აუზის კომპლექსი (1979), რომელმაც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია დაიმსახურა 1982 წელს და მრავალი სხვა.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1972), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987), აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.1981 წელს შ. ყავლაშვილს, ქალაქ თბილისის ბარათაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების, რეკონსტრუქცია-რეგენერაციის და კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.1985 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
შოთა ყავლაშვილი გარდაიცვალა 1995 წლის დეკემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'46"N   44°48'13"E
This article was last modified 6 წლის წინ