წმინდა გიორგის კარის ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ერეკლეს მოედანი, საპატრიარქოს შენობის უკან.
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

აშენების თარიღი: წინათ ტაძრის მშენებლობის თარიღად XVIII საუკუნეს მიიჩნევდნენ, მაგრამ 1976 წელს ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საკმაოდ საგულისხმო წვრილმანები წარმოაჩინა. რესტავრატორებმა და არქეოლოგებმა მიაკვლიეს ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ სამ აკლდამას, რომლებიც მათში ნაპოვნ ნივთებთან ერთად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია აშენებულია არაუგვიანეს XIII-XIV საუკუნისა.

ეზოს დასავლეთ ნაწილის გათხრებმა გვიჩვენა, რომ 4-6 მეტრის სიღრმეზე, ნანგრევების ფენებსა და მათზე წაყრილი მიწის ქვეშ არსებობს ძველი სასახლის ნაშთები. სასახლე აგებული ყოფილა დიდი, კარგად ნათალი ოთხკუთხა ქვებისაგან.

აღსანიშნავია, რომ ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთით დგას საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII უბრალო სასახლე - ორსართულიანი აივნიანი შენობა. ეს იყო მეფის დროებითი სადგომი აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'40"N   44°48'23"E
  •  24 კმ
  •  529 კმ
  •  633 კმ
  •  737 კმ
  •  763 კმ
  •  803 კმ
  •  902 კმ
  •  913 კმ
  •  1041 კმ
  •  1098 კმ
This article was last modified 3 წლის წინ