აფხაზთა მეფე ლეონის სასახლის ნანგრევები(7-8სს),წმ.გიორგის ტაძრის ნანგრევები (ქუთაისი) | უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი
 უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები  Add category

ქუთაისში გეგუთის სასახლის გარდა კიდევ ერთი სასახლე იყო. ნაგებობა ორსართულიანი გახლდათ და, რასაკვირველია, ერთიანი კომპლექსის ნაწილი იყო. ქვედა სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა (მარანი, სათავსოები და ა.შ.), ზემოთ კი მეფის დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები და აბანო იყო განთავსებული. კომპლექსს გარს ერტყა გალავანი და, მიუხედავად ბაგრატის ტაძრის სიახლოვისა, პატარა ეკლესია (წმ.გიორგის სახელობისა) აქაც იდგა. დღეს ამ ყველაფრისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თუმცა, გეგუთის მსგავსად, აქაც საინტერესო დეტალები იკითხება.
წმ. გიორგის ეკლესია წარმოადგენს მძლავრ ცოკოლზე დაფუძნებულ დარბაზული ტიპის ნაგებობას შვერილი, ნახევარწრიული აბსიდით. იგი ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. ეკლესიამ ნანგრევების სახით მოაღწია ჩვენამდე. მის კედლებზე გადაკეთების რამოდენიმე ეტაპი იკითხება.
ეკლესიის შიგნით გათხრების მეშვეობით აღმოჩენილია ადრეული V-VI საუკუნეების ბაზილიკის კვალი. მიწის ზევით კი, XIII ს-ის ნაგებობის მოცულობა იკითხება. ეს უკანასკნელი ნაგებია თლილი ქვის კვადრების რეგულარული წყობით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ინტერიერში, ქვის კვადრების ზომა მცირდება, წყობის ხასიათი კი ისეთივე რჩება. დარბაზული სივრცე აღმოსავლეთით ღრმა საკურთხევლით სრულდება. გრძივი კედლები სამი წყვილი მცირედ შვერილი პილასტრით არის დანაწევრებული. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი შესასვლელები, იდენტური ფორმისაა. სამხრეთ შესასვლელის თავზე შემორჩენილია ორნამენტული არშიის ფრაგმენტი, რომელიც წრე-რომბების წნულს წარმოადგენს. ამავე კედელზე დაცულია ძეგლის აგების დროინდელი სარკმლის გაფორმების ნაწილიც, რომელიც მოჩუქურთმებულ საპირეს წარმოადგენს.
ინტერიერი მოხატული ყოფილა, ამაზე შემორჩენილი ნალესობის ფრაგმენტები მეტყველებს.
იხ.შავ-თეთრი სურათით "უქიმერიონის" ციხე": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/9844
პატარა სურათით "ეკლესია “უქიმერიონი” : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/9830
"უქიმერიონი " აქ პირობითი აღნიშვნაა.რეალურად უქიმერიონის ნანგრევები შემორჩენილია მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე :
იხ. "უქიმერიონი - ო.ლანჩავა, ნ.ქარციძე": saunje.ge/index.php?id=1060

იხ."გვქონდა თუ არა სასახლეები?"(ზ.ბალანჩივაძე) : 4p.com.ge/gvqonda-tu-ara-sasakhleebi/
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'37"N   42°42'18"E
  •  164 კმ
  •  348 კმ
  •  462 კმ
  •  565 კმ
  •  624 კმ
  •  745 კმ
  •  763 კმ
  •  772 კმ
  •  875 კმ
  •  935 კმ
This article was last modified 1 თვის წინ