ტელე–რადიო კომპანია "რიონი".. L.T.D TV-radio company rioni (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / ул. Закариа Палиашвили, 2
 telecommunication (en)  Add category

ქუთაისის ერთადერთი ტელერადიო კომპანია.
ტელევიზია დაარსდა 1988 წელს
რადიო დაარსდა 1995
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'17"N   42°42'3"E

Comments

  • ტელე-რადიო კომპანია ,,რიონი" პირველი ქართული კომერციული ტელევიზიის (დაარსდა 1986 წელს) სამართალმემკვიდრეა. დამაარსებელია ჟურნალისტი ბადრი კაპეტივაძე. 1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტკ ,,რიონი'. 1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შ.პ.ს ტელე-რადიო საზოგადოება ,,რიონი" , რომლის პრეზიდენტის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე ეკავა ბადრი კაპეტივაძეს (ტრაგიკულად დაიღუპა 2001 წლის 21 დეკემბერს.). 2002 წლის 15 აგვისტოდან დღემდე ტკ "რიონის" 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია თამარ ღვინიანიძე. 2002 წლის აგვისტომდე ,,რიონს" ხელმძღვანელობდა გიგა კაპეტივაძე, რომელსაც იმავე წლის სექტემბრიდან 2011 წლის 15 მარტამდე ტექნიკური და შემოქმედებითი დარგის დირექტორის პოსტი ეკავა (მოულოდნელად გარდაიცვალა 2011 წლის 15 მარტს). შესაბამისობის დეკლარაცია 2003 წლის სექტემბრიდან განახლებული სტუდიებითა და აპარატურით ტელეკომპანია ეთერში გავიდა 31-ე დეციმეტრულ დიაპაზონზე და მაუწყებლობს დასავლეთ საქართველოში 24 საათის განმავლობაში.) საინფორმაციო შემეცნებითი პროგრამა "დილით" მრავალფეროვანი რუბრიკებითა და ინფორმაციებით პირდაპირ ეთერშია ყოველდღე, კვირის გარდა; დღეში 6 - ჯერ ,,დღის ამბები", სამშაბათსა და პარასკევს 21:30 საზოგადოებრივი - პოლიტიკური ტოქ-შოუ ”თემა”. კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და სოციალურ თემებს აშუქებს ყოველ კვირას 19:00 საათზე ტელეჟურნალი ”7 დღე” ორშაბათს 18:50 საათზე ეთერშია სპორტული პროგრამა ”არენა”, სამშაბათს 19:00 ბადრი კაპეტივაძის სახელობის სატელევიზიო კლუბი, ოთხაშაბათს 19:00 საუბარი მოძღვართან, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს 19:00 საათზე ხელოვნების სამყაროში იმოგზაურებთ ”არტკამერასთან” ერთად ყოველღამით 23.00 საათზე მუსიკის მოყვარულებს იწვევს ”ფერადი ოთახი” ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს13:30 საათზე ”პიკის საათი”. თვეში ერთხელ, საბავშვო სატრელევიზიო სტუდია ”რიონი” გთავაზობთ ”საბავშვო ამბებს” პერიოდულად მზადდება საბავშვო გადაცემები. პერიოდულადვე გადის ეთერში სავტორო პროგრამები ”კალენდრის ერთი ფურცელი” "სტუდია დიალოგი" ტელე-რადიო კომპანია ,,რიონში" არა ერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, არა ერთი პრობლემატური გადაცემაა მომზადებული. წლების განმავლობაში აქ აღიზარდა ასობით ჟურნალისტი, რომლებიც მოღვაწეობენ ქვეყნის წამყვან ტელეკომპანიებსა და პრესაში. რიონში ამჟამად 68 თანამშრომელი მუშაობს.
This article was last modified 1 წლის წინ