ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / ფ.ვარლამიშვილი, 27
 საინტერესო ადგილები, კატოლიციზმი, 1860s construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია — გუმბათოვანი ტაძარი ქუთაისში. მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე.
ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა მას ქართველი კათოლიკეები მათ საკუთრებად თვლიან და დაბრუნებას ითხოვენ. ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიცია.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ცნობით ეკლესიის ტერიტორიაზე XV-XVI საუკუნეებში იდგა წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა სამეფო ოჯახის კარის ეკლესიას და მდებარეობდა ქალაქის ქვედა ციხის გალავანში. XIX საუკუნეში აღნიშნული ტაძარი დაინგრა და დაიწყო ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოცემული პროექტით არის აგებული 1823 წელს და ის პეტერბურგში მდებარე ბაროკოს, გოთური სტილის მართლმადიდებლური ტაძრის ანალოგია მხოლოდ შემცირებული მასშტაბით. 1856 წელს გადააკეთეს კათოლიკურ ტაძრად, რომელიც მოქმედებდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. 1989 წელს ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური წესით აკურთხეს.

კათოლიკური ეკლესიის ინფორმაცია შემდეგი სახისაა: ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. მეფე სოლომონ II-მ ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა.
1640-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც სავარაუდოდ 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა.


1770 წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ჰქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს.
1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა.
ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე.
1939 წლის შემდეგ ნაგებობა საწყობად, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზად გამოიყენებოდა.
1989 წლიდან იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი.
ეკლესიის შიდა სივრცე საკმაოდ დიდი და ფართეა, ჯვარგუმბათოვან გეგმარებაში სამი ნავია მოქცეული, ინტერიერი დანაწევრებულია მარმარილოს მასიური სვეტებითა და თაღებით, ღრმა ნიშებით. კედლის მოცულობაში დატანებულია ხვეული კიბეები; შიდა სივრცე დაგვირგვინებულია ასევე მაღალი და ფართო გუმბათით, რომელიც ბურჯებს ეყრდნობა. დასავლეთ მკლავში მოწყობილია პატრონიკე, სადაც ანგელოზების სკულპტურული გამოსახულებებია მოქცეული. აქვე იყო განთავსებული ორღანი, ის დღეისათვის დაკარგულია. ინტერიერი მდიდრულადაა შემკული და პომპეზურობით გამოირჩევა; კედლები, სვეტები და იატაკი მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის მარმარილოს ფილებით; შემკულია ქანდაკებებით (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ანგელოზების), ვიტრაჟით. ფასადების შემკულობა შედარებით მოკრძალებულია.
ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებაში დომინანტს წარმოადგენს. ის ამ დასახლებულ ნაწილში მთავარ, ხოლო ქუთაისისათვის ერთ ერთ გამორჩეულ ვერტიკალს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენებით, ხაზგასმულია მჭიდრო კავშირი ქართულ კულტურასთან, ხოლო დასავლური ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული დეტალები კათოლიციზმთან კავშირს ავლენს.
იხ.სურათებით " ყოფილი კათოლიკური ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

"
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'29"N   42°42'21"E
  •  164 კმ
  •  349 კმ
  •  462 კმ
  •  565 კმ
  •  624 კმ
  •  745 კმ
  •  764 კმ
  •  772 კმ
  •  875 კმ
  •  935 კმ
This article was last modified 1 თვის წინ