სლესის ციხე ( მოქცევის ციხე )

Georgia / Samtskhe-Javakheti / Aspindza /
 კოშკი, ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

სლესის ციხე, მოქცევის ციხე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე.

შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში:
„ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქვს.“
ციხე მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ველიდან ამოზრდილ ცალკე მდგომ გორაკზეა აღმართული. მას ქვემოთ გაუვლის სამანქანო გზა.ადრე ცენტრალური საავტომობილო გზა ციხეს გარშემო უვლიდა, მოგვიანებით XX საუკუნის 70-80-იან წლებში გზის შემოკლების მიზნით ციხესთან არსებული ბორცვი გაჭრეს, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ძეგლი. ამას ისიც დაემატა, რომ პრაქტიკულად ციხის ქვეშ გაიყვანეს გვირაბი რკინიგზისთვის.
ციხე კლდესთან არის შეზრდილი და გზიდან ერთ მთლიან მასივად წარმოგვიდგება. იგი თითქმის ყველა მხრიდან მიუვალია. ციხე საკმაოდ დაზიანებულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. განგრეულია ღიობები. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ციხის შიდა ნაგებობები. ციხე გეგმაში წარმოადგენს, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებულ თავისუფალი ფორმის მართკუთხედს, რომლის სამხ. დასავლეთის ნაწილი ოვალურადაა მომრგვალებული. გალავნის კედლები გამაგრებულია კედლიდან ოდნავ გარეთ გამოწეული ნახევარწრიული კონტრფორსებით. ციხის შიდა ეზო 3 ბაქნისგან შედგება. ყველაზე დაბალ სამხრეთის ბაქანზე (საიდანაც შესასვლელია გალავანში, ქვის საფეხურებიანი კიბის ნაშთით) მცირე ნაგებობათა ნაშთებია, მე-2 ბაქანზე, გალავნის მთელს სიგანეზე, მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ზედა მე-3 ბაქანზე კი აღმართულია (ოთხი სართულით შემორჩენილი) კუთხეებმომრგვალებული მაღალი კოშკი, რომელიც თითქმის მთლიანად ციხის გალავანშია მოქცეული. ციხის გალავნის კედლები რელიეფის მიხედვით სხვადასხვა სიმაღლისაა. ყველაზე მაღალ ადგილას, სამხრეთით 7-8 მ. იქნება. კედლები ამოყვანილია ტეხილი, თითქმის თანაბარი ზომის კარგად ჩაწყობილ ქვებით. წყობა შიგნიდან და გარედან ერთნაირია. კედლების სისქე დაახლოებით 150სმ. ტოლია. ტეხილი ქვის პერანგს შორის საკმაოდ სქელი და მკვრივი დუღაბია ჩასხმული. ციხის ქვედა ბაქნიდან სამხრეთით, რამდენიმე ათეულ მ-ში აღმართულია ერთმანეთთან კარგად მორგებული ფლეთილი ქვით ნაგები ცალკე მდგომი 4 სართულიანი ზურგიანი კოშკი. ციხესა და კოშკს შორის არსებული ჩახრამული ფერდობი აღმ. მხრიდან შემოვლებულია 130სმ-ის სისქის კედლით. ციხეს ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. მას ჯერ არ აქვს სათოფურები. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხიდან კარგად კონტროლდება მტკვრის დინება ორთავე მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით ციხეს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
სლესის ციხე:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°44'51"N   43°12'23"E
  •  116 კმ
  •  417 კმ
  •  533 კმ
  •  604 კმ
  •  694 კმ
  •  798 კმ
  •  835 კმ
  •  842 კმ
  •  947 კმ
  •  1007 კმ
This article was last modified 3 წლის წინ