ტანიეს ტბა

Russia / Ingusetija / Dzheyrakh / ხევსურეთი
 ტბა  Add category

ტანიეს ტბა —ულამაზესი გულის ფორმის კარულიტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში,პირაქეთა ხევსურეთში ,არხოტში , ტანიეს ხეობაში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2232 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,033 კმ², უდიდესი სიღრმე 7,6 მ, წყლის მოცულობა 123 ათ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — გაზაფხულ-ზაფხულში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
ტბაზე ლაშქრობის ერთ-ერთი მარშრუტი ( მარშრუტი 2 დღიანია)
ტრანსპორტით მივალთ სოფელ უკანხადუმდე, საიდანაც გავაგრძლებეთ გზას ფეხით.პირველ დღეს გიწევთ ციცაბო აღმართზე სიარული ტანიეს უღელტეხილამდე (რომელიც ზღვის დონიდან 3000 მეტრამდეა). უღელტეხილს სანამ არ გადაივლით წყალი თითქმის საერთოდ არ შეგხვდეთ .ამიტომ სათანადო მარაგი თან იქონიეთ.უღელტეხილიდან იშლება ულამაზესი ხედები. შემდეგ გადავალთ ტანიეს ხეობაში და დავეშვებით ულამაზეს და განუმეორებელ ტანიეს ტბისკენ. გზა შედარებით მარტივია და დღის ბოლოსთვის უკვე ტბასთან დაბანაკდებით. ტბაზე გაგრილებაც შეიძლება,რა თქმა უნდა მათთვის,ვინც გაუძლებს კამკამა ცივ წყალს..
მეორე დღეს იგივე გზით დავბრუნდებით უკან,სოფელ უკანხადუსკენ, სადაც დაგვხდება დატოვებული ტრანსპორტი.გზა უკანა მიმართულებით შედარებით მარტივია.
ლაშქრობა არის საშუალოდ რთული კატეგორიის, სიარული გვიწევს ალპურ ზონაში. ფეხით გასავლელი მანძილი სულ 20 კმ.
ლაშქრობისთვის საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი...
აფთიაქი თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.

ლაშქრობა შესაძლებელია დავიწყოთ სოფელ ატაბედანაც.
ვიდეო: "საქართველო.ტანიეს ტბა, რომელსაც ზემოდან გულის ფორმა აქვს":
www.myvideo.ge/v/2288672
Nearby cities:
კოორდინატები:   42°38'15"N   45°0'12"E
This article was last modified 6 წლის წინ