ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესია (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / ბერი თევდორე
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

1897-1903 წლებში ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში, გალავნით გარშემორტყმული ეკლარის ქვით ნაგები ეკლესიაა აღმართული. ეკლესიის კუბური მოცულობა აღმოსავლეთით შვერილი აბსიდით, გუმბათით სრულდება. გეგმით წარმოადგენს ე.წ. „კუპელ ჰალეს“ ტიპს. წყობა რეგულარულია.
ინტერიერში ეკლესია აღმოსავლეთით დაბალი საკურთხევლით სრულდება, რომელსაც მაღალი შუბლი აქვს. კედლებიდან გადაყვანილი შეტყუპებული თაღებით შეკრული გუმბათქვეშა სივრცე, წახნაგოვანი, ვიწრო გუმბათით გვირგვინდება. გრანდიოზული ხის კანკელი ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, მთელ სიგანეზე მიუყვება. სამივე მხრიდან იდენტური ზომისა და ფორმის დიდი, თაღოვანი ჭედურობით შემკული კარებია გაჭრილი.
ფასადები რუსული კლასიციზმის სტილშია შესრულებული. ეკლესია სრულდება ხერხულა კარნიზით.
იხ.სურათით" პეტრესა და პავლეს ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°15'56"N   42°41'32"E
  •  164 კმ
  •  348 კმ
  •  462 კმ
  •  564 კმ
  •  624 კმ
  •  746 კმ
  •  764 კმ
  •  773 კმ
  •  875 კმ
  •  936 კმ
This article was last modified 3 წლის წინ