ცენტრარული პარკი "ბულვარი" (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / რუსთაველის გამ.
 პარკი, green area (en)

ქუთაისის ცენტრალური ბაღი „ბულვარის“ სახელითაა ცნობილი. 1820 წლამდე იმერეთის მეფე სოლომონ I_ის ასულის დარეჯანის მფლობელობაში იყო. ბაღი ხილნაირი მცენარეებისაგან შედგებოდა, ასულმა იგი შემდეგ ხაზინას გადასცა და საზოგადოებისთვის სასეირნო ადგილად გამოცხადდა. ბაღს შეემატა იმ დროისთვის ცარიელი „სახაზინო“ მიწები. 1840 წელს დაიწყო მისი გეგმაზომიერი განაშენიანება. ბაღი ოთხკუთხა ფორმის იყო, შემოვლებული ქონდა წითლად შეღებილი ხის მოაჯირი. მთელ სიგრძეზე არსებული დიდი ხეივნის გარდა კიდევ იყო ორი ხეივანი, რომლებიც გადაკვეთისას ჯვრის ფორმას ქმნიდნენ, მოწყობილი იყო მუსიკისა და ცეკვისთვის მოედანი, შუაგულში იყო აუზი, ბაღის კუთხეში იდგა აგურით ნაშენი პატარა კაფე. ირგვლივ ქვაფენილი დააგეს.

იგი მარტო გართობისა და დასვენების ადგილი არ იყო. მალე საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ_ერთ ცენტრად იქცა. 1870_იანი წლებიდან როცა ქალაქში თვითმმართველობა დამკვიდრდა, წერა_კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სათავადაზნაურო ბანკი დაარსდა. საჭირო იყო ხელმძღვანელობის არჩევა, ამიტომაც ჩამოსული თვადაზნაურები თავს იყრიდნენ „ბულვარში“ და როგორც დიდი პოეტი აკაკი ამბობდა: „იგი პარლამენტს ემსგავსებოდა“. აქ დაობდნენ , არჩევდნენ კანდიდატებს, ახარისხებდნენ და ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. ეს მარტო მაშინ არ ხდებოდა. დღეს ამ ბაღში იგივე პროცესი გრძელდება, ხუმრობა, არაჩვეულებრივი იუმორი, ანეგდოტი, აქ იბადება ძირითადად საღი აზრი. „ბულვარმა“ დიდი როლი შასრულა პროფესიული თეატრის ისტორიაშიც. 1888 წელს ქუთაისს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია. ბაღის ცენტრალურ ნაწილში დასახვედრად ხის პავილიონი ააგეს. შემდეგ აღება უნდოდათ, მაგრამ ქუთაისს თეატრის შენობა არ გააჩნდა და მისმა ხელმძღვანელობამ ეს პავილიონი თეატრად გადააკეთა. 1891 წელს გადაკეთებულ შენობას „ბაღის თეატრი“ უწოდეს. 1894 წელს ხანძარმა შთანთქა იგი. 1905_07 წლის რევოლუციის დროს „ბულვარი“ მასების თავშეყრის ადგილი გახდა.

1908 წელს ქუთაისის საზოგადოებამ აღნიშნა „ბულვარში“ აკაკის მოღვაწეობის 50 წლის თავი. აკაკი წერთლის ძეგლი ბაღში დაიდგა 1940 წელს, მისი რესტავრაცია მოხდა 1984 წელს.
იხ. www.visitkutaisi.com/ka/seeanddo/interestinglandmarks/k...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'16"N   42°42'13"E
This article was last modified 1 თვის წინ