გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ჭანტურიას ქუჩა, 8
 მუზეუმი, საინტერესო ადგილები, literary museum (en)

მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნიკლოზ ბარათაშვილის ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის , აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, კონსტანტინე ბალმონტის, ბორის პასტერნაკის და სხვათა არქივები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები (ავეჯი, საოჯახო რელიქვიები, სამოსელი) ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, (გ. გაბაშვილი, ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ა. მოლინარი, ქ. მაღალაშვილი, მ. თოიძე, დ. კაკაბაძე, თ. ბუროვი, გ. კორადინი და სხვა), ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'58"N   44°47'56"E
This article was last modified 11 წლის წინ