წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ეკლესია (ფშაველი) | მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kakheti / Telavi / ფშაველი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

სოფელში და მის შემოგარენში სამ ათეულზე მეტი ისტორიული და კულტურული
მემკვიდრეობის ნაგებობაა. ერთ-ერთია წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფლის ცენტრში ცოხის ტერიტორიაზე და რესტავრირებულია.
აგებულია XVIII ს. დარეჯან დედოფლის ნებართვით. ტაძარი უკურთხებია ანტონ მეორეს.
www.turebi.ge/ka/tours/40656
მე-18 ს-ში, ფშაველის ციხის ეზოს შუა ნაწილში, აუგიათ წმ. მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია. მომდევნო ხანებში კი, მისთვის დას-იდან სამსართულიანი სამრეკლო მიუდგამთ. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი, ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდით, რ-ის კედელი ძირითადი კორპუსის გრძივი კედლების ხაზზეა და მათგან, ჩვეულებისამებრ, მხრებით არ გამოიყოფა (ზომები ღერძებზე, გარედან: სიგრ. - 12,2 მ, სიგ. - 6,6 მ). საშენი მასალა ორგვარია: რიყის ქვა და ქართული კვადრ. აგური. შენობის გარეთა კედლები რიყის ქვის ერთი და აგურის ორი რიგის მონაცვლეობითაა ნაწყობი. აგურის შრეები მკვეთრად გამოირჩევა რუხ ფონზე და სიმაღლეზე თანაბრად ყოფს კედლის ვრცელ ზედაპირს. სამრეკლო მთლიანად აგურისაა. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიის დას. კედელის შუაშია მოწყობილი. კედელი ბრტყელი თაღითაა გადახურული. ეკლესიის შიდა სივრცე ვრცელია. განათებულია ექვსი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმლით, ტ-თა შორის თითო-თითო - აღმ-ით და დას-ითაა, ხოლო ორ-ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ - სამხრ-ით და ჩრდ-ით. გრძივ კედლებზე სამ-სამი მარტივი პილასტრია, რ-ებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. მათ შორის დას. წყვილი, დანარჩენ ორზე, რამდენადმე განიერია. მათ დას. კედლის მიმდებარე, საბჯენი თაღი ეყრდნობა. ყველა საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მაღალი, სწორხაზოვანი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტები. საბჯენი თაღიც და კამარაც ოდნავ შეისრულია. პილასტრების აღმ. წყვილი, შესაბამის საბჯენ თაღთა ერთად, საკურთხევლის სივრცეს გამოყოფს დარბაზისგან. თვით საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართორი, დაბალი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის გვერდებში, სიმერტიულად, თითო, განიერი, ნახევარწრიულთავიანი ნიშაა. თითო, მსგავსი ნიშა დარბაზის გრძივი კედლების აღმ. ბოლოებშიცაა. აფსიდში, ჩრდ. ნიშასთან ახლოს, ერთი პატარა, ისრულთაღოვანი ნიშაა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. გარედან ეკლესიის კედლების ბათქაშით გასწორებული ზედაპირი კირით იყო შეთეთრებული. შეთეთრებული იყო სამრეკლოც. ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს. დას. სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული. გრძივ ფასადებზე, დას. კიდესთან ახლოს, თითო, სწორკუთხა, ზემოთკენ შევიწროებული კონტრფორსია მიშენებული. სამრეკლოს პირველი სართული გეგმით კვადრატულია (3,2 მ - 3,2 მ), რ-ის ოთხივე კუთხეში კვადრ. ბურჯია დადგმული. ბურჯებით და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით სართულის თავზე შექმნილია ბაქანი. ამ ბაქანზე აღმართულია მეორე სართული, რ-იც აღნაგობით პირველის ანალოგიურია, ოღონდ ოდნავ უფრო ვიწროა, ბურჯები დაგვირგვინებულია ორსაფეხურიანი კაპიტელებით. მსგავსი პროფილისაა პირველი სართულის დამაგვირგვინებელი ლავგარდანიც. საფეხუროვანი ლავგარდანითაა დასრულებული მეორე სართულიც. ქვედა სართულისგან განსხვავებით, იგი აგურის სამი რიგითაა გამოყვანილი, რ-თა შორის შუა, კუთხით შვერილი აგურებითაა შედგენილი. სამრეკლოს მესამე სართული ცილინდრული ფორმის, შვიდი თაღოვანი ღიობით გახსნილი ფანჩატურია. ყოველ ღიობს ირგვლივ სადა, რელიეფური საპირე ევლება. ღიობების ასწვრივ კი გამოყვანილი იყო საფეხურით შეღრმავებული (როგორც ჩანს სწორკუთხა) არე, რ-თაგანაც მხოლოდ ქვედა ნაწილებიღა იყო შემორჩენილი. სამრეკლოს პირველი და მეორე სართულები გაბრტყელებული კამარითაა გადახურული. მესამე სართულს ზედა ნაწილი და გადახურვა ჩამოშლილი აქვს. სამრეკლოს პირველი სართული მოურთველია. მეორე სართულის კედლები, წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, ორ-ორი ჯვრითაა მორთული, რ-ებიც ბურჯების ასწვრივაა - ბურჯებზე გადაყვანილი თაღის წვერის დონეზე.
2007-08 წწ-ში საქართვ. ისტ. ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: აღდგა კედლების ზედა ნაწილი (არსებულ წყობასთან შეხამებით) და ლავგარდანი. გაკეთდა აგურის კანკელი - სამი თაღოვანი კარით. ეკლესიის იატაკზე დაიგო აგურის ექვსწახნაგა ფილები. აღსდგა აგრეთვე სამრეკლოს ფანჩატურის ზედა ნაწილი (ღიობებს ზემოთ არსებული, შეღრმავებული არეების გარეშე) და იგი თუნუქით შემოსილი, პირამიდისებრი სახურავით გადაიხურა, ეკლესია კი - ღარისებრი კრამიტით.
იხ."წმ. ესტატეს სახელობის ეკლესია":
memkvidreobagis.gov.ge/objects/immovable/immovableObjec...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'4"N   45°26'34"E
  •  191 კმ
  •  1069 კმ
  •  1248 კმ
  •  1313 კმ
  •  1315 კმ
  •  1389 კმ
  •  1559 კმ
  •  1619 კმ
  •  1862 კმ
  •  1868 კმ
This article was last modified 3 წლის წინ