დარეჯანის სასახლე (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ქუჩა ფერიცვალება, 7
 სასახლე  Add category

დარეჯანის სასახლე ჩიტის ბუდესავით მოჩანს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყის უბნის ციცაბო კლდეზეა დაკიდული. დარეჯანი გახლდათ ქართ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს მეუღლე. XVIII ს 70-იან წლებში დედოფალ დარეჯანს, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმიდა ირაკლისა და წმიდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია მოხსენიებული. შემდგომში ეკლესია გადაკეთდა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრად. ამ მონასტერს „დარიის მონასტერს“, ხოლო სასახლეს „საჩინოს“ უწოდებენ. „საჩინო“ იმიტომ შეარქვეს, რომ იმდოირნდელი ქალაქის ყველა კუთხიდან კარგად სჩანდა. ამ სასახლესთან მთავრდებოდა თბილისის გალავანიც.
1795 წელს სასახლე აღა-მაჰმად-ხანმა დაარბია და გაძარცვა.
დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლი სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.
გადმოცემით ცნობილია, რომ ფერისცვალების მონასტერში ბერად აღკვეცილა წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1906-1908 წლების მიმდებარე პერიოდში ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია). მონასტერში დაცული იყო წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები, რომლებიც ამჟამად სიონის ტაძარშია დაბრძანებული.
კომუნისტური რეჟიმის წლებში ფერისცვალების მონასტერი არ ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 70-იან წ. აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. ერთი პერიოდი ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით აქ დაარსდა დედათა მონასტერი. ტაძრის მოხატულობა რომელიც XX საუკუნის დასაწყისს უნდა ეკუთვნოდეს ქართული არაა და რენესანსის პერიოდისკენაა მიდრეკილი. იგი ეკუთვნის მონასტრის ერთ-ერთ ადრინდელ წინამძღვარს მამა ევგენის. დღესდღეობით კონქი და საკუთხეველი ფერისცვალების მონასტრის მოძღვარმა დეკანოზმა იოსებ ვანიძემ მოხატა. კანკელის ხატები და აღსავლის კარებზე ხარების ხატი კი მხატვარ ვახტანგ ხოშტარიას მოხატულია.
მონასტერი ქალაქში მდებარეობს და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მისი შექმნის აუცილებლობა თბილისში, კი თვით ცხოვრებამ მოიტანა. უამრავი ადამიანი, რომელთაც წართმეული ჰქონდათ რწმენა კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი ბატონობის პერიოდში დღეს მონასტერს ნუგეშისა და სულიერი დახმარებისათვის მიმართავენ.
დედები ცხოვრობენ განსაზღვრული ტიპიკონის მიხედვით, მონასტერში კეთდება სხვადასხვა სამორჩილო საქმეები, ცხვება სეფისკვერი, კეთდება სანთლები და კელაპტრები, არის ქარგვის, ხალიჩის, თექის და სხვა ხელსაქმის სახელოსნოები.
2003 წლის იანვრის თვეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მონასტრის ტერიტორიაზე გაიხსნა მოწყალების სახლი და მასთან არსებული მოწყალების დების სასწავლებელი. იგი რამოდენიმე სახის სპეციფიური დანიშნულების მქონე დაწესებულებაა. 1. ჰოსპისი (4 საწოლზე) – სადაც თავსდებიან IV კლინიკური ჯგუფის პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პალიატიური (შემამსუბუქებელი) მკურნალობა და სპეციფიური მოვლა. 2. ეს არის ბაზა მოწყალების დებისათვის სწავლების პროცესში. 3. ფუნქციონირებს უფასო ამბოლატორიული ტიპის მომსახურეობა, მიუსაფართათვის. 4. უფასო სასადილო.
თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი და მასთან არსებული მოწყალების დების სასწავლებელი ცდილობს განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და სრულყოს ხალხისადმი სამსახური ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების თანადგომით.
იხ."დარეჯანის სასახლე - საჩინო" : novators.ge/dzeglebi.php?id=16080
თეა ცაგურიშვილის სტატიები: "დარეჯან დედოფლის სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად "თბილისის საჩინო" ერქვა ( 19.04.2018 ) :
karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/istoria/7522-darejan-de...
"ფერისცვალების დედათა მონასტერი" ( 06.12.2019 ) :
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/8632-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'28"N   44°48'44"E
  •  24 კმ
  •  530 კმ
  •  633 კმ
  •  737 კმ
  •  763 კმ
  •  803 კმ
  •  902 კმ
  •  914 კმ
  •  1042 კმ
  •  1098 კმ
This article was last modified 18დღის წინ