კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია (თბილისი) | მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედა-ციხის ეკლესიად, რომელშიც შედიოდა „ორმოცმოწამეთა“, წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერი, ციხის წმ. გიორგის დიდი ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი“, „ჯვარის მამა“, ქვემო ბეთლემის მონასტრამდე.
ამჟამინდელი ეკლესია 1753 წელს პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის - ლალითას სახსრებით აიგო. (ამ ნაგებობას წინ უსწრებდა 1600 წელს აშენებული ეკლესია):
დავით კარიჭაშვილი ამბობს:
„ტფილისის სამხრეთითვვე კლდისუბანსა შინა, მაღალსა კლდესა ზედა აღშენებულ არს ეკკლესია მცირე მცირესავე გუმბათითა, კეთილ და მშვვენიერ სახილველი, სახელსა ზედა წმიდისა გიორგისასა, სადაც ასვენია ნაწილნი წმიდისა გიორგისავე სასწაულმოქმედნი. ეკკლესია ესე აშენებულ არს კრამიტით დახურვილი და იწოდების იგი კლდის ეკკლესიად.“
ჩრდილოეთის კედელში დატანებული მცირე სარკმლის მაღლა ჩასმული ორენოვანი — ქართული და სომხური წარწერა მოგვითხრობს, როგორც ეკლესიის აღმშენებლის, ასევე მისი აგების თარიღის შესახებ. წარწერის თავზე ვკითხულობთ „ქორონიკონსა უმა“ (441) 1753. ამ ეკლესიას ძველ თბილისში „ხიხოს ეკლესიასაც“ ეძახდნენ.
ეკლესია XIX საუკუნეში საფუძვლიანად შეაკეთეს, ცილინდრული კამარით გადახურულ დარბაზული ტიპის ნაგებობას ამავე პერიოდში დაადგეს ცრუ გუმბათი და სამრეკლო დააშენეს.
ვახუშტი ბატონიშვილის გეგმით, ეკლესიის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის“ ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის სექცია"; არაქართველი მოსახლეობა კი მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც.
ეკლესია ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან ჩაუტარდა მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები, დასუფთავდა, მოპირკეთდა ეზო, მოეწყო გამწვანება.
ეკლესია და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით საკურთხევლიდან იყო ჩასასვლელი ქვევით. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
დღეს-დღეობით ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია და განიცდილს დიდ სივიწროვეს. არ გააჩნია სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა.
კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია:novators.ge/dzeglebi.php?id=302
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'19"N   44°48'23"E
  •  24 კმ
  •  530 კმ
  •  633 კმ
  •  737 კმ
  •  763 კმ
  •  803 კმ
  •  902 კმ
  •  914 კმ
  •  1041 კმ
  •  1098 კმ
This article was last modified 1 წლის წინ