სურფნიშანი სომხური ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / Vertskhli Str.
 ნანგრევები ( რუინები ), სომეხთა სამოციქულო ეკლესია

სურფნიშანი, ასევე წმინდა ჯვრის სომხური ეკლესია მდებარეობს ზემო კალაში, ჩალაუბნის ქუჩის შესახვევში. მას. წმ. ნიკოლოზის ეკლესიადაც მოიხსენიებდნენ. შუა საუკუნეებში ეკლესიას მამასახლისის საყდარს უწოდებდნენ. ამ ადგილას თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. ამჟამად მდგომი შენობა აგებულია 1703-20 წლებში მელიქ გიორგის მიერ (გუმბათი ეკლესიას 1780 წელს დაედგა).
აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა 1820-იან წლებში განაახლა თბილისელმა სომეხმა ქველმოქმედმა კომერსანტმა ავეტიკ პიტოიანმა (1794-1858), რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან არის დაკრძალული.
სურფნიშანი აგურით ნაგები "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიაა. მკვეთრად წაგრძელებული დასავლეთი მკლავით. გუმბათი მომწვანო-ცისფერი მოჭიქული ფილებით არის გადახურული. შეისრულთაღოვანი ბრტყელი ნიშებით გაფორმებული ფასადები ირანული არქიტექტურის გავლენას ამჟღავნებს. კლასიცისტური ყაიდის კარიბჭე ჩრდილოეთი შესასვლელის წინ აშენებულია 1820-იან წლებში.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'39"N   44°48'16"E
  •  24 კმ
  •  529 კმ
  •  633 კმ
  •  736 კმ
  •  763 კმ
  •  803 კმ
  •  902 კმ
  •  913 კმ
  •  1041 კმ
  •  1098 კმ
This article was last modified 3 წლის წინ