წმიდა მეფე დავით აღმეშენებლის სახელობის ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ჭავჭავაძის გამზირი, 1
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს სიღრმეში დგას. ტაძრის არქიტექტორია გ. მარსაგიშვილი, მშენებლობა 1995 წელს დასრულდა. ინტერიერი ამავე წელს მოიხატა ა. გოგლიძის მიერ.
,,თავისუფალი ჯვრის” ტიპის ეკლესია ბაზალტის ორსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. კედლები მოყვითალო ფერის სუფთად თლილი ქვიშაქვის ფილებითაა მოპირკეთებული, ალაგ-ალაგ კი უფრო ცივი ტონალობის-ღია მონაცრისფრო-ცისფერი ქვებია ჩართული. მცირე ზომის ნაგებობას ერთადერთი შესასვლელი დასავლეთის მკლავის ცენტშია აქვს. ინტერიერი ოთხივე ფასადზე გაჭრილი თითო-თითო ვიწრო სარკმლისა და გუმბათის ოთხი სარკმლის მეშვეობით ნათდება. ეს უკანასკნელნი განიერი წახნაგის კედლის სიბრტყესთან მონაცვლეობენ.
ფასადები სადაა, მხოლოდ შესასვლელი კარის ლუნეტს ამკობს განედლებული და წრეში ჩაწერილი ჯვრის რელიეფური გამოსახულება.
ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით ორ სართულიანი სამრეკლოა აღმართული, ხოლო მის საპირისპირო მხარეს კი ტოლმკლავა ჯვრის ფორმის აუზია ნაკურთხი წყლისათვის.
წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია ჯმუხი აგებულებით, ფორმათა სისადავითა და კომპოზიციის გაწონასწორებული ხასიათით, სიმეტრიული გადაწყვეტით გამოირჩევა
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'40"N   44°46'46"E
  •  21 კმ
  •  527 კმ
  •  630 კმ
  •  734 კმ
  •  760 კმ
  •  801 კმ
  •  899 კმ
  •  911 კმ
  •  1038 კმ
  •  1095 კმ
This article was last modified 3 წლის წინ