წმინდა "პანტანასას" ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (თბილისი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Zahesi / თბილისი
 მონასტერი  Add category

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე - ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, რამდენიმე წელია აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის - "პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერი.
შეგახსენებთ, რომ " პანტანასა" ყოველთა დედოფალი, ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან...
ღვთისშმობლის (პანტანასას) მომინანქრებული ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა.საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები. ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე აღევლინებოდა საღმრთო ლიტურგია. ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვს.
ოთხშაბათსა და პარასკევს ორ საათზე (2020 წ.), წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის..
მონასტერში დავანებულია ბევრი სხვა სიწმინდეებიც.
"პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერში თბილისიდან შეგიძლიათ მიბრძანდეთ შემდეგი ტრასპორტით: მეტრო სარაჯიშვილიდან N 48, დიდუბიდან N87, ვაგზლიდან N148.

იხ.სტატია "26 ივნისს, ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს, ზაჰესში მდებარე "პანტანასას" ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში 200-მდე სიწმინდეს გამოაბრძანებენ"( თეა ცაგურიშვილი, 25.06.2016) : karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/5267-26-i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°49'42"N   44°45'20"E
  •  13 კმ
  •  518 კმ
  •  620 კმ
  •  732 კმ
  •  748 კმ
  •  787 კმ
  •  887 კმ
  •  899 კმ
  •  1027 კმ
  •  1084 კმ
This article was last modified 3 წლის წინ