წმ.ნინოს ეკლესია (თბილისი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Mtskheta / თბილისი
 ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

გვიან შუა საუკუნეების წმ.ნინოს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე, დამრეც რელიეფზე. ნაგებობა დარბაზულია (9.83X5.85მ.). სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და ქვიშაქვა.
ეკლესია დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ერთი ასეთივე ნიში ჩრდილოეთ კედელშია. დარბაზის სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. გრძივ კედლებზე პილასტრებია. დასავლეთის კედელზე შემორჩენილია თაღის ნაშთი, რომლის კონტურიც შეისრულ თაღს ჰგავს. იატაკი მოგებულია აგურით. ეკლესიას აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს. შიდა სივრცეში შემორჩენილია საფლავის მარმარილოს ქვა. საფლავებია ნაგებობის მიმდებარედაც.
წმ. ნინოს ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°48'27"N   44°41'21"E
  •  8.4 კმ
  •  515 კმ
  •  617 კმ
  •  727 კმ
  •  747 კმ
  •  789 კმ
  •  886 კმ
  •  898 კმ
  •  1025 კმ
  •  1082 კმ
This article was last modified 3 წლის წინ