წმ.სამების სახელობის ეკლესია (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი / ул. Тсминда Самебис
 1907_construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

საფიჩხიის სასაფლაოზე, საფლავებით გარშემორტყმული, დგას ნახევრად თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესია.
1905 წლის ოქტომბერში საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესიის პროექტი ძველ ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა.1906 წლის აპრილში საფიჩხიის სასაფლაოს კეთილმოწყობის სამზრუნველომ (რომელიც 1904 წლიდან არსებობდა), ეკლესიის აგებაზე ხელშეკრულება დადო ბერძენ ოსტატებთან ქრისტეფორე თოფალ-ოღლისთან და გიორგი ადამ-ოღლისთან. ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1906 წლის 11 მაისს, ამაღლებას. 1940 წლის იანვარში ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს სპეცსაწყობად, შემდეგ კი რკინისა და ქვის საამქროდ. 1989 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენის სამუშაოები: შენობას დაედგა გუმბათი და კაპიტალურად შეკეთდა. განახლებული ეკლესია ეკურთხა 1990 წლის 10 თებერვალს.
ეკლესია მაღალ ცოკოლზეა აღმართული. ნაგებია შესანიშნავად თლილი ეკლარის ქვის კვადრებით, რიგების ჰორიზონტალურობის დაცვით. გუმბათი და სამრეკლო მოგვიანებით აღდგენილია თეთრი აგურით. ეკლესიის შიდა კონსტრუქცია გამოვლენილია მის გარე მასებზე. აღმოსავლეთით შვერილი, წახნაგოვანი აბსიდია, რომლის გვერდითა წახნაგებში გაჭრილია მაღალი თაღოვანი სარკმლები. აბსიდის გვერდებზე ასევე წახნაგოვანი პასტოფორიუმებია, რომლებშიც გაჭრილი ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. სატრიუმფო თაღი მასიურ კაპიტელებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა. იატაკი მოზაიკისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხორციელდება აფრების საშუალებით. გუმბათქვეშა თაღები ეყრდნობა ოთხ მასიურ, თავისუფლად მდგარ სვეტს. სვეტებს მაღალი სადა ბაზისები აქვს. გუმბათში გაჭრილია თორმეტი თაღოვანი სარკმელი. ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით სამრეკლოდ გადააკეთეს. სამრეკლო ეკლესიის ძირითად კორპუსზე უფრო დაბალია. ის დასავლეთის მხარეს მცირე სარკმლით, გვერდით კედლებზე კი შეწყვილებული, დიდი ზომის თაღოვანი ფანჯრებით, მათ ქვემოთ მართკუთხა შეღრმავებებით, მცირე ფანჯრებითა და ფანჩატურით განისაზღვრება, რომელიც გუმბის სილუეტს იმეორებს. ეკლესიის ფასადები სადაა. აქცენტირებულია მხოლოდ ღიობების გლუვ-ლილვოვანი მოჩარჩოება. კარნიზი მარტივპროფილიანია. საკურთხევლის შუა წახნაგზე ცრუ-სარკმელია მოქცეული. აღნიშნულ მხარეს ფასადი სიმეტრიულია, იკითხება მკლავის დამასრულებელი სამკუთხა ფრონტონიც. პასტოფორიუმის წახნაგზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა მოქცეული. გვერდითი ფასადები, მკლავებზე დატანილი შესასვლელით, მის ორსავ მხარესა და ზემოთ გაჭრილი სარკმლებით განისაზღვრება. მკლლავებს შორის მოქცეულ სივრცეებზეც თითო ფანჯარაა წარმოდგენილი. ნაგებობა სისადავით ხასიათდება. გვიან აღდგენილი გუმბათი და გადაკეთებული სამრეკლო თითქოს მის სილუეტს ამძიმებს.
იხ.სურათებით " სამების ეკლესია" : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ქუთაისის ისტორიული ძეგლები": qutaisi1.blogspot.com/p/blog-page_26.html
Nearby cities:
კოორდინატები:   42°15'41"N   42°43'12"E
  •  162 კმ
  •  350 კმ
  •  464 კმ
  •  566 კმ
  •  626 კმ
  •  746 კმ
  •  765 კმ
  •  774 კმ
  •  877 კმ
  •  937 კმ
This article was last modified 1 თვის წინ