მშვიდობის ხიდი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 საცალფეხო ხიდი, საინტერესო ადგილები, 2010_construction (en)

მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქ. თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს[1]. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და პრეზიდენტის სასახლის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი - ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი[2]).

ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის (ფოლადის) ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა[3]. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულ წილად სიახლეა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'34"N   44°48'29"E
This article was last modified 12 წლის წინ