თაბორის ფერიცვალების სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ნადიკვარის II
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ვინაიდან უფალმა ფერი თაბორის მთაზე იცვალა, მთისა და მონასტრის სახელწოდებაც ამ მოვლენას უკავშირდება.
თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით XIII – XIVსს-ში დემეტრე თავდადებულს აუგია.
საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები ახლაც არის შემორჩენილი თაბორის მთაზე/
1995 წელს საპატრიარქოს დაკვეთით თაბორის მთაზე დაიწყო ახალი „ნახევრადთავისუფალი ჯვრის“ გეგმის მქონე ტაძრის მშენებლობა,რომლის საძირკველი 1996 წლის 19 აგვისტოს (ფერისცვალების დღესასწაულზე ) აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მშენებლობა 2001 წელს დამთავრდა.
მონასტრის კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ტაძარი. დიდი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, მეორე ტაძარი – მოსესა და ილიას სახელობის და მის ქვეშ გახლავთ მესამე ტაძარი, რომელიც მოციქულების სახელზეა აგებული.
მონასტრის კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ტაძარი. დიდი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, მეორე ტაძარი – მოსესა და ილიას სახელობის და მის ქვეშ გახლავთ მესამე ტაძარი, რომელიც მოციქულების სახელზეა აგებული.
არქიტექტურული თვალსაზრისით, ფერისცვალების სახელობის ტაძარი ნახევრად ჯვრული ნაგებობა გახლავთ. ტაძრის უკანა ნაწილი არ არის ჯვრული, ხოლო წინა ნაწილი, სადაც სტოა მდებაროებს, ჯვრულია. ტაძარი დახურულია ჭიათურის რაიონში მდებარე კაცხის მონასტრის გადახურვის მსგავსად.

თაბორის მონასტერში 2005 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ნარკოლოგიური ფსიქო – სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი “თაბორი” ფუნქციონირებს.
მონასტერში 7 ბერი მსახურობს.
იხ."თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი":www.ambioni.ge/taboris-fericvalebis-mamata-monasteri
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'7"N   44°48'47"E
  •  25 კმ
  •  531 კმ
  •  634 კმ
  •  737 კმ
  •  764 კმ
  •  804 კმ
  •  903 კმ
  •  915 კმ
  •  1042 კმ
  •  1099 კმ
This article was last modified 3 წლის წინ