თ ს უ (პირველი კორპუსი) (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ჭავჭავაძის გამზირი, 1
 უნივერსიტეტი  Add category

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1900-1906 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის მიერ აიგო. თავდაპირველად აქ სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული, რომლის ასაშენებლად თანხა ცნობილმა მეცენატებმა-დავით სარაჯიშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრაბატონმა გაიღეს. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა-დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. აქედან მოყოლებული უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთ უმთავრესს საგანმანათლებლო კერად იქცა.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის არქიტექტურას რენესანსის ხუროთმოძღვრება დაედო საფუძვლად. მთავარი ფასადი მთლიანადაა რუსტირებული. მკაფიოდ შვერილი ცენტრალური ნაწილისაკენ ფართო პანდუსი მიემართება. ამავე ფასადზე თაღოვანი სარკმლები გამოიყოფიან. ნაგებობას გიგანტური კორინთული პილასტრები უფრო საზეიმო იერს სძენენ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია 2001 წელს გ. ბუღაძემ მოხატა. პირველი კორპუსის გვერდით 1940 წელს მეორე კორპუსი ააგო არქიტექტორმა მ. შავიშვილმა, რომელიც კომპოზიციურად პირველ კორპუსს ეპასუხება.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'36"N   44°46'42"E
  •  21 კმ
  •  527 კმ
  •  630 კმ
  •  734 კმ
  •  760 კმ
  •  801 კმ
  •  899 კმ
  •  911 კმ
  •  1038 კმ
  •  1095 კმ
This article was last modified 13 წლის წინ