წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tskneti / თბილისი / გამზირი ვაჟა-ფშაველა, 74
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category
 Upload a photo

1993 წლის 1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბავშვთა ფედერაციის სასახლეს ესტუმრა. უწმინდესმა სურვილი გამოთქვა, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა მფარველი წმინდანის, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარსებულიყო.

პატრიარქის სურვილის განხორციელება ითავეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლაშა კიკალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ კობა გილაშვილმა.

მხარდაჭერის ნიშნად, უწმინდესმა და უნეტარესმა 1993 წლის 17 დეკემბერს ბავშვთა ფედერაციას ტაძარში დასაბრძანებლად გადასცა წმინდა ბარბარეს ხატი წმინდა ნაწილებით.

ტაძრის მშენებლობას დიდად შეეწია სააქციო საზოგადოება "რუსთავცემენტი".

დარბაზული ტიპის ეკლესიის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა.

2000 წლის 17 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. ამავე დღეს ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ტაძარი მოხატულია. მისი წინამძღვარია დეკანოზი ზაზა (ბეჟანიშვილი).
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1571-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°43'25"N   44°43'56"E
  •  17 კმ
  •  523 კმ
  •  626 კმ
  •  730 კმ
  •  757 კმ
  •  799 კმ
  •  896 კმ
  •  907 კმ
  •  1034 კმ
  •  1091 კმ
This article was last modified 15დღის წინ