წმ. ბარბარეს ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / გურამიშვილის გამზირი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category
 Upload a photo

ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე (კინოთეატრ "საქართველოსთან") მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მშენებლობა 1999 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ავტორია არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი. დარბაზული ტიპის ეკლესია მთლიანად შემოწირულობით აშენდა. ტაძრის აგების იდეა წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ კახაბერ ნათაძეს ეკუთვნოდა. ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო და ქვემო ეკლესიების შემდეგ ეს პირველი ეკლესიაა თბილისში, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელზე აკურთხეს 1999 წლის 17 დეკემბერს. იგი აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა. იმავე დღეს ტაძარს ესტუმრა და წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

ტაძარი მოხატულია. აქვს სამრეკლო, გალავანი. მოვლილია ეზო. ტაძრის კეთილმოწყობასა და გამშვენებაში დიდი წვლილი მიუძღვის დეკანოზ კახაბერ ნათაძეს, რომელიც 2003 წლის 3 აგვისტოს ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მამა კახაბერი ტაძრის ეზოშია დასაფლავებული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მაქსიმე ფაილოძე.
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1571-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°45'1"N   44°47'21"E

Comments

  • ვარვარეს ეკლესია კი არა ბარბარეს. ამისთანა დებილი საიდან მოიძებნება ხოლმე?
  •  19 კმ
  •  525 კმ
  •  628 კმ
  •  735 კმ
  •  757 კმ
  •  796 კმ
  •  896 კმ
  •  908 კმ
  •  1036 კმ
  •  1092 კმ
This article was last modified 3 წლის წინ