ნარიყალა (თბილისი) | ნანგრევები ( რუინები ), საფორტიფიკაციო ნაგებობა(სანგრები), საინტერესო ადგილები

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 ნანგრევები ( რუინები ), საფორტიფიკაციო ნაგებობა(სანგრები), საინტერესო ადგილები

სოლოლაკის აღმოსავლეთ ქედზე თბილისის უძველესი დედა-ციხის, ნარიყალის გალავნის ნაწილია შემორჩენილი. სახელწოდება ნარიყალა პირველად XVIII საუკუნეში გაჩნდა, მანამდე მას კალას ციხეს უწოდებდნენ. VI საუკუნეში მეფე დაჩიმ ამავე ადგილას არსებული ძველი ციხე გაამაგრა და გააფართოვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კალას ციხე ქართლის ახალი დედაქალაქის -თბილისის უმნიშვნელოვანეს სათავდაცვო ნაგებობას და სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. ციტადელი ბევრჯერ იყო დაპყრობილი უცხოელების მიერ. ხოლო მისი გამოხსნის შემდეგ, ქართველების მიერ, ასევე ბევრჯერ აღდგენილი.
XIII საუკუნეში კალას ციხის ფარგლებში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აშენდა. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ნარიყალას ციხეში რუსული ჯარების გარნიზონი ჩადგა. ეკლესიაში წირვა-ლოცვა გაუქმდა და მასში დენთის საწყობი განთავსდა. მოგვიანებით, ხანძარმა დენთის მძლავრი აფეთქება გამოიწვია, რამაც ეკლესიისა და სხვა ნაგებობების განადგურება განაპირობა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ცეცხლი ტაძარზე მეხის დაცემის შემდეგ გაჩნდა, რაც ხალხის მიერ ღმრთაებრივ ნიშნად იყო აღქმული.
ნახანძრალზე 1996-1997 წლებში არქიტექტორ ტ. კიპაროიძის მიერ წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენდა, რომელიც თავდაპირველი ნაგებობის გეგმარებას ზუსტად იმეორებს.
ტაძარი ,,ჩაწერილი ჯვრის” ტიპისაა. შესასვლელი სამი მხრიდანაა. გუმბათი მრგვალი ბურჯების წყვილსა და აბსიდის შვერილებს ეყრდნობა. აბსიდი სწორკუთხედიდან არ გამოიყოფა. ფასადები მოყვითალო-ქვიშისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთ ფასადზე ცენტრში, ვერტიკალურ ღერძად აღმართული, წყვილი რომბები, სარკმლისა და ფრონტონს ქვეშ მოცემული ჯვრის კომპოზიცია წარმოდგენილი.
ფასადები შეუმკობია. სარკმლებს სადა, უპროფილო საპირეები შემოუყვებათ. კედლის სიბრტყე ერთიანი და დაუნაწევრებელია. თუმცა ნაგებობის ქვედა ნაწილს შეწყვილებული ლილვების შუა წელზე ,,გადაჭრილი” კონა აუყვება, რაც ერთგვარი დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას წარმოქმნის.
ტაძრის დასავლეთ და Qჩრდილოეთ ნაწილში ადრინდელი ნაგებობის ფრაგმენტებია ჩაყოლებული.
ეკლესიის მოხატულობა ვლ. თევდორაძისა და დ. ხიდაშელის მიერაა შესრულებული
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'16"N   44°48'31"E
This article was last modified 8 წლის წინ