საყდრიონი (ყოფ. ედიქილისა)

Georgia / Kvemo Kartli / Tsalka /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

საყდრიონი (2010 წლამდე ედიქილისა) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში, მდ. ქციის მარჯვენა ნაპირას, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: საყდრიონი, აიაზმი). ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 15 კმ.
სოფლის ძველი სახელწოდება ედიქილისა თურქულია (სიტყვასიტყვით — შვიდი ეკლესია). დააარსეს XIX ს-ში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. შემორჩენილია 7 საყდარი და სასახლე (ზოგიერთი — ფრაგმენტულად) შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დეტალებით. სოფლის განაპირას ნაციხარის ნანგრევია. ვარაუდობენ, რომ იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნული სოფელ ანდრაპის ნაშთია.
2002 წლიდან სოფელში სახლდებოდნენ ეკომიგრანტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. პარალელურად გაძლიერდა ბერძნული მოსახლეობის იმიგრაციის პროცესი. 2006 წ. შეფასებით სოფლის მოსახლეობა 300 კაცამდეა, აქედან 90% ქართველია.
2010 წელს წალკის რამდენიმე სოფელს სახელი შეეცვალა. ედიქილისას ეწოდა საყდრიონი
Nearby cities:
კოორდინატები:   41°35'30"N   43°56'4"E
This article was last modified 8თვის წინ