გეგუთი

Georgia / Imereti / Kutaisi /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

გეგუთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი. ზღვის დონიდან 85 მეტრი, წყალტუბოდან 17 კილომეტრი.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია გეგუთის სასახლის (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის) ნანგრევები ,რომელიც სამი ძირითადი ქრონოლოგიური ფენისგან შედგება: ჯერ აქ ერთადერთი ბუხრიანი ოთახი ყოფილა - მცირე სამეფო "სანადირო სახლი". მე-12 საუკუნეში, გიორგი მესამის დროს, აგურისგან ააშენეს დიდი დარბაზი, რომელიც მაღალ, თლილი ქვით ნაშენ, თითქმის სამმეტრიან ცოკოლზე დგას. მე-13 --14 საუკუნეებს მიეკუთვნება ორსართულიანი მინაშენი დასავლეთის მხრივ და სასახლის ეკლესია: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9367
სოფლის ტერიტორიაზე დაუდგენელი ადგილმდებარეობებით აღრიცხულია:
1.ეკლესია მთავარანგელოზი( უსურათოდ და აღწერის გარეშე) :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9784
2.მაცხოვრის ეკლესია ( შავ-თეთრი სურათით და აღწერის გარეშე) :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9352
3.ეკლესია ( შავ-თეთრი სურათით და აღწერის გარეშე) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9353
4.გეგუთის ეკლესია ( უსურათოდ და აღწერით ): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9355
ეკლესია მცირეა, ერთნავიანი, თლილი ქვის. აფსიდის სარკმლის თავზე მოთავებულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელნი.
5.იაშვილების კოშკი ( შავ-თეთრი სურათით და აღწერის გარეშე) :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9351
6.აბაშიძის ციხე კოშკი ( შავ-თეთრი სურათით და აღწერის გარეშე) :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9781
Nearby cities:
კოორდინატები:   42°10'17"N   42°40'21"E
This article was last modified 4 წლის წინ