თბილისის ჯვარის მამის ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / კოტე აფხაზის ქუჩა, 41
 16th century construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

ისტორია: ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იდგა ტაძარი, რომელიც მონღოლთა შემოსევის დროს დაინგრა. ეკლესია XVI საუკუნეში აღუდგენიათ, ჩვენამდე მოღწეული შენობა არქიტექტურულად სწორედ XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია. 1795 წელს აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. ხელახლა აღადგინეს 1825 წელს. ტაძარი იერუსალიმის საპატრიარქოს ქართველი ბერების მეტოქი (კუთვნილება) იყო. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს ეკლესიისა და მისი შემოგარენის სარესტავრაციო სამუშაოები.

ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია. კანკელის ხატები შესრულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ და შემოწირულია გარდაცვლილთა - გელა ლაითიძესა და თემურ ავაზრელის სულთა საოხად.
იხ.სტატია:"ჯვარისმამის ტაძარი ჩვენი დედაქალაქის ხნისაა":
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1353-...

ჩვენამდე მოღწეული ძეგლი XVI საუკუნეშია აგებული. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვით, „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. 1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებს მეტოქეობდა საუკუნეების მანძილზე. დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს. ძეგლი ინტერესს იწვევს, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის — გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის — კუპელჰალეს ნიმუში.
ერთ ეზოშია ჯვრის მამის და ნორაშენის ეკლესიები
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'26"N   44°48'23"E
  •  24 კმ
  •  530 კმ
  •  633 კმ
  •  737 კმ
  •  763 კმ
  •  803 კმ
  •  902 კმ
  •  914 კმ
  •  1041 კმ
  •  1098 კმ
This article was last modified 16დღის წინ